პოლიტიკა
ძალიან კარგია, რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებსი იწვევს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. ის ქვეყნის ყოფილ პრემიერის ტელედებატებში იწვევს.
„საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი, მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. მე ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვაზე - რატომ გადააქცია საქართველო საკუთარ ბიზნესკორპორაციად? რატომ დაუმსხვრია ხალხს ყველანაირი ოცნება, რატომ იშოვა მილიარდები ჩვენი მოსახლეობის უბედურების ხარჯზე, თავისი შვილების საბედნიეროდ და კიდევ რა ვერაგული გეგმები აქვს ჩაფიქრებული. აი, ამის თაობაზე მე მას ვიწვევ პირდაპირ ტელედებატებში. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდების, ძალიან კარგია, რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი, ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, რამდენად დროზე იქნება ის გადაცემული ეროვნულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ რეჟიმს გადარჩენის შანსი აღარ დარჩა. ჩვენ ის გამოვაგდეთ ბუნაგიდან და ახლა წინ გველოდება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც გამარჯვებით უნდა დავამთავროთ“, - აცხადებს ნათელაშვილი.
დღევანდელ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარეობას დათანხმდა.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


