უკან

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2018 12:15
font-size

ძალიან ცუდი სახელით დარჩებით ამ ყველაფრის შემდეგ ქართველების მახსოვრობაში - სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიმართავს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„გასაგებია, რომ რაღაც მიზეზების გამო, თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ბოლომდე თქვენი ქვეყანა, გეზიზღებოდეთ მისი დამცველები და ძალიან არ გიყვარდეთ მე, ან ის ხალხი ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს. მაგრამ მე მინდა გკითხოთ, ამ დღევანდელი ბილბორდების გამოფენის ფონზე: საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ და არ გიყვართ? პირადი თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ? თქვენ თავიდანვე თქვით, რომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი, პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, ყველგან დაყავხართ ესკორტის ქვეშ, რომ რამე არ წამოგცდეთ, ახლა ბილბორდებზე თქვენს მაგივრად გამოფინეს საკუთარი თავები ივანიშვილმა და მისმა ხროვამ. ნუთუ ეს თავის მოჭრა გიღირთ იმ ფასად, რასაც აკეთებთ. ჯერ ერთი, თქვენი კამპანია უკვე დამთავრებულია და თქვენ წაგებული გაქვთ, მეორე - თქვენ ხომ ძალიან ცუდი სახელით დარჩებით ამ ყველაფრის შემდეგ ქართველების მახსოვრობაში. რა ვიცი, მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი, გავემიჯნებოდი ამ ყველაფერს, გადავირჩენდი თავს და გადავარჩენდი საკუთარ რეპუტაციას. მაგრამ მე ალბათ თქვენთვის ცუდი მრჩეველი ვარ, მაგრამ თუ ჩემი არ გჯერათ, კითხეთ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, შვილებს ვისაც თქვენთვის კარგი უნდა. მე ნამდვილად არ მშურს თქვენი.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი