კომენტარი
ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე, ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვიცი თქვენ შესახებ - ლევან ხაბეიშვილი
„ოცნება” ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად. ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება. დაველოდოთ, ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ცდილობენ, რომ დააკავებენ, თუმცა, მისივე თქმით, „მასზე ძალიან ცუდი წარმოდგენა“ ჰქონიათ.
„ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს ამ გვერდს. სხვათა შორის, ასეთი სიგიჟე არასდროს არ დაუწერიათ, რომ ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას „ოცნებაში”, შსს-ში და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ახლა თითქოს ფსიქოლოგიურად ხაბეიშვილზე იძალადონ, რომ დამაკავებენ და ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე, ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვიცი თქვენ შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ, ბიჭებო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, „ფეისბუქ“ გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარები გაიხსნა“. მოგვიანებით, გვერდმა აღნიშნული პოსტი წაშალა, გვერდის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ გვერდს შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი არ მართავს“.
საკვანძო სიტყვები:
უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი - შალვა პაპუაშვილი
19 დეკემბერი, 2025 , 12:20
სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
19 დეკემბერი, 2025 , 10:00
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 11:19
„ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით - გიორგი გახარია
18 დეკემბერი, 2025 , 08:43
მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების დროს იმყოფებოდა - ალექსანდრე დარახველიძე
17 დეკემბერი, 2025 , 13:23
საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას - სალომე ზურაბიშვილი
15 დეკემბერი, 2025 , 20:27


