უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივლისი, 2018 16:40
font-size

ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ, იქ სასწრაფო არ იყო და არც პოლიცია - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხორავას ქუჩის საქმეზე

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, თინათინ ყენიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევიდან მალევე მას დაუკავშირდნენ და ის ადგილზე მალევე მივიდა, სადაც არც პოლიცია და არც სასწრაფო არ იმყოფებოდა.

„მე ვიყავი სადისციპლინო კომისიის სხდომაზე, რა დროსაც დამირეკა ერთ-ერთმა მასწავლებელმა და მითხრა, რომ დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო. მე მაშინვე გავიქეცი ხორავას ქუჩისკენ და ადგილზე მისვლისას პირველი ა.ბ. შემეჩეხა. მან მითხრა, რომ არ მომშორდებოდა გვერდიდან, ვინაიდან რაღაც ნახა. ამის შემდეგ ორივე წავედით და ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა. ის ვიღაცას ეჭირა მხრებით, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, ვის. ჩვენი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. სულ სისხლიანი იყო და ორივე მხარში ხელი მოვკიდე. როცა შევეხე, თავი ცუდად გადააგდო. ამ დროს ა.ბ.-მ, რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა, დათოსაც უჭირსო და წავედით დათოსკენ. მახსოვს, ვყვიროდი, ხალხნო, იქნებ, ვინმე მანქანით გადავიყვანოთ ეს ბავშვი-თქო. ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ იქ სასწრაფო არ იყო და არც პოლიცია. ჩემ შემდეგ მოვიდა ორივე.

შევედი თაღში და დავინახე დათო, რომელიც იწვა ბოძთან, სისხლის გუბეში. თავზე ვიღაც კაცი ედგა, დათოს თვალები გახელილი ჰქონდა და ვუყვიროდი, დათო, ხომ მხედავ-თქო. დედიკოთი მივმართვადი, იმიტომ რომ კალთაზე მყავდა გამოკერებული. დედა ჰყავდა ემიგრაციაში. მე სია მაქვს იმ ბავშვების, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს მშობელი და მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ვიცი, ეს რაც არის, მე თავადაც ვიყავი ემიგრანტი, ამიტომ ჩემთვის დათო იყო შვილივით. ვეუბნებოდი, თვალები არ დაეხუჭა და ესუნთქა. მერე ისევ გამოვიქეცი ლევანთან, რადგან დათოსთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დავინახე და მინდოდა, ორივე ადამიანთან ვყოფილიყავი. არკიდან გამოსვლისას უკვე სასწრაფო დახმარება მოვიდა და ორივე ბავშვთან ექიმებს მივეცით საშუალება, რომ დახმარებოდნენ“, - განაცხადა ყენიამ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ის ა.ბ.-სთან ერთად პოლიციაში წავიდა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და