უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა არსებობს, ოღონდ რუსეთის მხრიდან - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა არსებობს, ოღონდ რუსეთის მხრიდან, რომელსაც არ გაუმყარებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ამის შესახებ ციხელაშვილმა გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, ამიერკავკასიაში ნატო-ს გააქტიურება საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს მთლიანად, ისე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. კარასინი მიიჩენვს, რომ დადგა საჭიროება იმისა,რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, ერთის მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მხრიდან და მეორეს მხრივ თბილისის მხრიდან.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ დესტაბილიზაციის საფრთხესა და გამოწვევებზე სტაბილურობის თვალსაზრისით, ასეთ საფრთხეებს ქმნის, საუბედუროდ და სამწუხაროდ, განგრძობითი ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიების. რუსეთის სამხედრო შენაერთების მუდმივი ზრდა, სამხედროების განლაგება, შეიარაღების დიდი მოცულობა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეა, სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებისათვის.
საქართველოს მისწრაფება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ ქმნის საფრთხეს აბსოლუტურად არც ერთი აქტორისთვის, ეს არის საქართველოს დემოკრატიული რეფორმის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა და ამაზე არაერთხელ გაგვიცხადებია ყველა ფორმატის ფარგლებში. რაც შეეხება ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობას, ასეთი აუცილებლობა მართლაც არსებობს, ოღონდ არსებობს რუსეთის მხრიდან, რომელსაც არ გაუმყარებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და რეალურად რუსეთი არის ის მხარე, რომელიც ფლობს ძალას და მან უნდა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. სწორედ ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ერთ ერთი მთავარი საკითხიც“,-განაცხადა ციხელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25