საზოგადოება
ძიუდოისტები აქციას ხვალაც გამართავენ
ძიუდოისტთა ნაწილი ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქციას ხვალ, 11 საათზე გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპოტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე არ გამოჩენილან ფედერაციის წარმომადგენლები და პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, დღეს შევწყვეტთ აქციას და უკვე ხვალ შევიკრიბებით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
დღეს დილიდან ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდნენ.
სპორტსმენებმა ქევხიშვილის კაბინეტიდან სკამი გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს. ამის შემდეგ ძიუდოისტებმა ქევხიშვილს კაბინეტის კარი აუჭედეს.
გარდა ამისა, სპორტსმენებმა უნდობლობა გამოუცხადეს თითქმის 2 კვირის წინ შექმნილ კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.
დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

