უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 16:40
font-size

ძიუდოისტების უმეტესობას უშუალოდ ჩემთან საუბრებში არანაირი მოთხოვნები არ აქვთ - დავით ქევხიშვილი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი მიესალმება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში შექმნილ სიტუაციას შეისწავლის. ამის შესახებ ქევხიშვილმა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის შემდეგ განაცხადა, სადაც მოხსენებით წარდგა.

ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ მასთან დაპირისპირებულ ძიუდოისტებს ისეთი კითხვები არ დაუსვამთ, რომლებზეც პასუხის გაცემა შეიძლებოდა.

„ძიუდოისტებს არანაირი კითხვა არ ჰქონდათ ისეთი, რომლებზეც პასუხის გაცემა შეიძლებოდა. უბრალოდ, იყო მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინათ ამ ფორმატში, რომ პრობლემებია ძიუდოს ფედერაციაში. მე მივესალმები კომისიის შექმნას. ყრილობის წინაშე განვაცხადე, თუ რა ხდება რეალურად და ავხსენი არსებული ვითარება. ეს პროცესები ასე არ უნდა გაგრძელდეს. მე არ ვიცავ დავით ქევხიშვილს, მე ვიცავ პრეზიდენტის პოსტს, როგორც ინსტიტუტს. ბიჭების უმეტესობას, რომლებიც აქ იყვნენ, უშუალოდ ჩემთან საუბრებში არანაირი მოთხოვნები არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მათ უშუალოდ ჩემთან მოთხოვნები არ აქვთ, უბრალოდ გუნდია და გვინდა რომ ერთად ვიყოთო“!, -თქვა ქევხიშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, ის ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე და ის გადადგება, თუკი ამის შესახებ ყრილობა ეტყვის და არა სპორტსმენები.

ქევხიშვილმა მიმართა ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს, არ მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება.

„ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო - მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი 4 წლის განმავლობაში. ზუსტად ასეთი პრობლემები იყო 2009 წელს, როდესაც პრობლემები იყო ნაკრებში. თუმცა არ გამოვსულვარ და საჯაროდ არ მისაუბრია, ჩემი პოზიცია მწვრთნელთან დავაფიქსირე. ბოიკოტი არ გამომიცხადებია შეჯიბრებზე და ა.შ. არ შეიძლება, როდესაც კაპიტანი ხარ, პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფი დგას, თუმცა ამაზე დღეს საუბარი არ სურს. ქევხიშვილმა დაამატა, რომ მზადაა, სპორტსმენებს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს, ოღონდ დახურულ კარს მიღმა. მან განმარტა, რომ რიგ საკითხებზე საუბარი საჯაროდ არ შეიძლება.

სასტუმრო „ბილტმორში“ ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. იმ ძიუდოისტთა ჯგუფი, რომელიც ითხოვს ქევხიშვილის გადადგომას, მცირე დაძაბულობის შემდეგ შეუშვეს შეხვედრაზე, თუმცა სპორტსმენებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვეს.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&