პოლიტიკა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს - მიხეილ ყაველაშვილმა
სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ დეპუტატმა ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ თქვა.
„დავით ქევხიშვილმა გააკეთა საანგარიშო მოხსენება. ასევე კომიტეტში ჰქონდა ანალიზი, საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, მე რომ ვიყო კომპეტენტური და მეხებოდეს დავით ქევხიშვილის გადაყენების საკითხი, ამ მდგომარეობაში რა პასუხებიც მოვისმინე, ჩემი აზრით, ის არ უნდა გადადგეს. მას ვალდებულებები გააჩნია, ერთი მხრივ, სპორტსმენებთან, მეორე მხრივ, პროცესებთან, რასაც ფედერაცია აკეთებს. რა თქმა უნდა, უნდა გასცეს პასუხი, თუ რატომ დადგა ცუდი შედეგი ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა უამრავი კარგი საქმე კეთდება”, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა ურჩია ქევხიშვილს, ჟურნალისტებთან საჯარო განცხადება გააკეთოს.
რაც შეეხება ქევხიშვილთან დაპირისპირებული ძიუდოისტების მიერ ყრილობის დატოვებას, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ სპორტსმენებმა კითხვებზე პასუხის გაცემას არ დაელოდნენ.
„ჩემი თხოვნა იყო, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში დაეფიქსირებინათ თავისი პოზიციები, სამწუხაროდ, მათ ეს არ სურდათ. მათ გააკეთეს განცხადება, დასვეს რამდენიმე კითხვა, ჩვენ ვუთხარით, რომ გასაგები იყო მათი პოზიცია, თუმცა ყრილობა უნდა გაგრძელებულიყო, ამის შემდეგ სპორტსმენები არ დაელოდნენ პასუხებს და დატოვეს ყრილობა”, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ყველა მხარემ პატივი სცეს ერთმანეთს, სახელმწიფოსა და ინსტიტუციებს.
ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა სასტუმრო „ბიტლმორში“ დახურულ რეჟიმში გაიმართა.
პრობლემური აღმოჩნდა ქევხიშვილთან დაპირისპირებული ძიუდოისტების შეშვება დარბაზში. მცირე დაძაბულობის შემდეგ პრეზიდენტთან დაპირისპირებული ყველა სპორტსმენი შეუშვეს შიგნით. მოგვიანებით მათ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

