უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2018 13:05
font-size

ძლიერი სიცხის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა

უახლოეს დღეებში (2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით.

აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

"აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.

მიუხედავად გამოცდების განრიგში განხორციელებული ცვლილებებისა, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. გამოცდაზე უნდა მობრძანდეთ საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებული იქნება ძველი თარიღ(ებ)ი",-განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტში.

საკვანძო სიტყვები:

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და