უკან

რეგიონები

12 ივნისი, 2017 17:40
font-size

ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

კოკისპირულმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორეს.

ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე ხობმა, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები დატბორა. ადიდებულმა წყალმა სათვირთო მანქანა მიიტაცა. მძღოლის გადარჩენა სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხერხდა. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე გაეცნენ. ლევან შონიამ მაშველებს გაწეული რთული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ჩხორწყუს მუნიციპალიტეტში კი ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა შიდა საუბნო გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიანში, რამდენიმე ადგილას მეწყერია ჩამოწოლილი, რის გამოც სოფლის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მდინარე ,,ზანას" ადიდების გამო მწყობრიდანაა გამოსული ჩხოროწყუ-ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

გამგებელი დათო გოგუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან იმყოფება სტიქიის ზონაში და ეცნობა შექმნილ ვითარებას.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც, ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში, შიდა გზა დაიმეწყრა. ადიდებულმა ღელემ სოფელ ობუჯში ხიდბოგირი დააზიანა და სავარგულები დატბორა, საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ლიაშიც, ადიდებულმა მდინარემ კი სოფელ ნაგურუში გაბიონები დააზიანა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ძლიერი წვიმის გამო შიდა გზები ჩამოირეცხა. სოფელ ჭითაწყარში არსებულმა სანიაღვრეებმა ვერ გაატარეს უხვი ნალექი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჭითაწყარში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პრობლემურ ადგილებზე დილიდან იმყოფებიან ზუგდიდის გამგებლის მოადგილეები. ამ დროისთვის დაზიანებულ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად კერძო სახლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა ქალაქ ზუგდიდშიც. ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ვიცე-მერი გია გულორდავა დილიდანვე პრობლემურ ადგილებში იმყოფებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო საკარმიდანო ნაკვეთები და სავარგულები დაიტბორა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერშიც.

ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოთხ ხოფელს, ასევე წალენჯიხის სოფელ ეწერის და მარტვილის სოფელ კურზუს აბონენტთა ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ კერებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ, მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო