უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ - საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დღეს ქვეყანა თავის მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.
„უნდა დავიწყო ემოციური ნაწილით, ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ეს მნიშვნელოვანი დღე და დილა იწყება ჩემ ორ ძალიან საყვარელ და ახლო მეგობართან, საქართველოს მეგობრებთან პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან და ანდრეი კისკასთან ერთად.
ეს ძალიან სიმბოლურია ჩემთვის. ეს არის ის ორი ადამიანი, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ძალიან მტკიცედ იცავენ ბევრ საერთაშორისო ფორმატში, ბევრ მნიშვნელოვან კონტექსტში. ამაღელვებელია, რომ ეს დღე ჩემს მეგობრებთან ერთად დაიწყო და მადლობა მათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტსა და საქართველოს სავაჭრო პალატას, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს საერთაშორისო და ეკონომიკური ღონისძიებების საქართველოში გამართვა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რაც სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგია.
„ძალიან დიდი პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში. აღმოსავლეთ-დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს, ეს არის ენერგომატარებლების გატანა და განსაკუთრებით პროექტები, რომლებიც ევროპაში დამთავრდება. ეს არის სავაჭრო გზები, რომელიც სწორედ საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთს ახვედრებს. შავი ზღვა აღმოსავლეთ ზღვის არმქონე ეკონომიკებისთვის ხდება ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის სიიოლის პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, სწორი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა. საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას არა მცირე ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესმენი გადის ორი დიდ ბაზარზე და ისეთ ძლიერ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი, როგორიც არის ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

