უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
სამართალი


EMC-ის განმარტებით, სუს-ი არ აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ საიდუმლო მასალებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საიდუმლო მასალებზე ორგანიზაციისთვის ხელმიოსაწვდომი გახადოს. EMC-ის განმარტებით, მასალების გაცნობის გარეშე ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდ დაიცვან დაზარალებული მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესები.
„ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესის ხარვეზებს, რომელიც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებებზე წვდომის შეზღუდვას უკავშირდება და პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კერძო ადვოკატთან ერთად, წარმოადგენს გარდაცვლილი თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს გამოძიების წინაშე.
თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს ამ დრომდე არ აქვთ დაშვება საქმისთვის არსებითი მნიშვნელოვანის მქონე მტკიცებულებებზე, რომელიც საიდუმლო ინფორმაციად არის მიჩნეული და რომელიც მათ შორის სავარაუდოდ მოიცავს: თ. მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებულ ოპერაციაში მონაწილე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ჩვენებებს (პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით), სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ჩვენებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მომწესრიგებელი ნორმატიური აქტების ასლებს, სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლს.
ზემოთ აღნიშნული და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სხვა მასალების გაცნობის მოთხოვნით EMC-იმ თბილისის პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 14 თებერვალს მიმართა, რაზეც უწყების მიერ უარი გვეთქვა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებლების მიერ არ იყო წარდგენილი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე დაშვებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის აღნიშნულ გადაწვეტილებას ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესების საუკეთესო დაცვისა და მასალებზე წვდომის მიღების მიზნით, EMC–იმ განცხადებით მიმართა სუს-ს და მოითხოვა მასალებზე წვდომის ნებართვის მიღება. ორგანიზაციის აღნიშნული მოთხოვნა სუს-ის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო ორგანოს/იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, არ გააჩნია უფლება, ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. EMC-ის შეფასებით, სუს-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადეგნილ რეგულაციებს, რომელიც სახელმწიფო ორგანოების/იურიდიული პირების მიღმა, ადგენს ფიზიკური პირის შესაძლებლობას, შესაბამისი პროცედურების დაცვით მიიღოს ინდივიდუალური დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. სუს-ის აღნიშნული გადაწყვეტილება, სასამართლოში მის გასაჩივრებამდე, 2018 წლის 24 მაისს EMC-იმ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე გაასაჩივრა. საჩივარში EMC კიდევ ერთხელ ასაბუთებს განსახილველ ინფორმაციაზე წვდომის საჭიროებასა და მნიშვნელობას. EMC უთითებს, რომ მასალების გაცნობის გარეშე ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდ განახორციელონ მიმდინარე გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და ეფექტიანად და რეალურად დაიცვან დაზარალებული პირის ინტერესები და უფლებები გამოძიების წინაშე.
სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების მასალებზე წვდომის შეზღუდვის გამო პრობლემურია თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის საკითხიც. აღნიშნული ექსპერტიზის საფუძველზე საქმის სრულ მასალებზე, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე, დაყრდნობით უნდა დადგინდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც გასროლის მომენტში გარდაცვლილი თ. მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობას, შესაძლო მოძრაობას, სროლის დისტანციასა და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს უკავშირდება. სამწუხაროდ, თბილისის პროკურატურის დაპირების მიუხედავად, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მაინც არ იყო ასახული სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ჩვენებების შინაარსი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებას არსებითად ართულებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების ჩვენებებისა და გამოძიების პროცესში გაჩენილი ვერსიის შემოწმების მიზნით 2018 წლის მაისის დასაწყისში EMC-იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მოთხოვნით გამოძიებას მიმართა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე თბილისის პროკურატურას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
მითითებულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეისწავლოს საჩივარში მითითებული გარემოებები და კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ადვოკატებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების წვდომა საქმის საიდუმლო მასალებზე;
თბილისის პროკურატურას, უზრუნველყოს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროული დანიშვნა და ჩატარება სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის და გამოძიების ფარგლებში შექმნილი ვერსიის შემოწმების მიზნით“, - წერია EMC-ის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06