პოლიტიკა
ენერგოკომპანიებისთვის გამოცხადებული ფინანსური ამნისტია კორუფციული გზის გაგრძელებაა - ლაშა ფარულავა
„ნულოვანი თანაგრძნობის“ პოლიტიკური ნარატივის ავტორთა მხრიდან ენერგოკომპანიებისთვის გამოცხადებული ფინანსური ამნისტია არა დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, არამედ კორუფციული გზის გაგრძელებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მილიარდ ლარიანი საახალწლო საჩუქარი „ქოც- ელიტისთვის“. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის არჩევანი - ქართველი ხალხის ხარჯზე, კვებოს და გაამდიდროს საკუთარი ბიზნეს-გარემოცვა. გადაწყვეტილების დასაბუთება და არგუმენტაცია ცინიზმის მწვერვალია: როდესაც საარბიტრაჟო დავებსა და არასწორ კონტრაქტებს იმოწმებენ, ეს მათივე მხრიდან არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის აღიარებაა. მაშინ, როდესაც „ოცნების“ უპასუხისმგებლობისა და გულგრილობის გამო საქართველომ „ინტერ რაოსთან“ საერთაშორისო არბიტრაჟში 220 მილიონი ლარი ( 76$) წააგო (რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადეს), ხოლო კორუფციისა და დაუდევრობის გამო „ენკასთან“ წაგებული მილიარდ ლარიანი დავა (383.2$) ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი გახდა, ამაზე პასუხი არავის უგია. პირიქით, მსგავსი ქმედებები ფაქტობრივად, წახალისებულია. ამის ფონზე, გამოცხადებული ამნისტია კორუფციული მმართველობის გაგრძელების აშკარა დემონსტრირებაა. „ოცნების“ დაჯგუფება არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ამ მილიარდიანი ამნისტიის ბენეფიციარია. ეს დუმილი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ საუბარია ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფებზე, რომლებიც წლებია პრივილეგიებით სარგებლობენ. მოვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ბენეფიციარი კომპანიების დაუყოვნებლივ დასახელებას“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი
6 თებერვალი, 2026 , 16:46
დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
6 თებერვალი, 2026 , 14:41
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი - შალვა პაპუაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 13:50
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39


