პოლიტიკა
ენმ აუდიტის სამსახურისგან ითხოვს, მოიკვლიოს თბილისის მერიის საახალწლო ხარჯები
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აუდიტის სამსახურისგან მოითხოვა, შეისწავლოს მერიის მიერ საახალწლოდ გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა. საუბარია 2 700 000 ლარზე.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თანხიდან 566 000 ლარი მხოლოდ სარეკლამო მომსახურებისთვის დაიხარჯება. მაშინ, როდესაც 1,18 ლარი ეზედმეტა ქალაქის მერს და მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველებს 1,13 ლარით გამოკვებავენ, ამ დროს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა საახალწლო ღონისძიებების მხოლოდ რეკლამისათვის მიგვაჩნია არაადეკვატურად.
მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ ბრძანების შესაბამისად დაიწყოს მოკვლევა, რამდენად ადეკვატურია 2 700 000 ლარის დახარჯვა საახალწლო ღონისძიებებზე და ხომ არ გვაქვს საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან. თბილისს არ აქვს იმის ფუფუნება და საშუალება, 566 000 ლარი სარეკლამო მომსახურებისთვის გამოჰყოს“,- თქვა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერიამ ტენდერის გარეშე 3-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა მილანურ კომპანიასთან საახალწლო განათებისთვის. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ამის შემდეგ კახა კალაძემ მოითხოვა ისევ ტენდერის გარეშე 2 700 000 ლარის დამატება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


