უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2018 14:10
font-size

ექსპერტიზამ აღწერა 100-მდე დაზიანება, რომელიც ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად - ადვოკატი

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნიდან ცნობილი ხდება, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. აღნიშნული დასკვნა ტატუნაშვილის ოჯახს სამი დღის წინ გადაეცა.

ოჯახის ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, თამარ ავალიანის განცხადებით, კომისიური ექსპერტიზა გონივრულ ვადაში უნდა ჩატარდეს, რადგან მისი პასუხი საჭიროა ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად.

ავალიანმა აღნიშნა, რომ დასკვნის თანახმად, ტატუნაშვილს 100-მდე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

„საუბარია მაგალითად 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმის გარემოებებისთვის და ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, სიცოცხლისდროინდელია.

სამედიცინო ექსპერტიზამ ფაქტობრივად, აღწერა ის 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა დაზინებების სიმძიმე განისაზღვროს. ასევე, განისაზღვროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზები.

ექიმ-სპეციალისტები ჩაატარებენ კომისიურ ექსპერტიზას და ვითხოვთ, ის დროულად ჩატარდეს. ეს არის ძალიან მცირე კომპონენტი იმ დასკვნის, რომელიც აუცილებელია გვქონდეს. კომისიური დასკვნა ჯერ არ არის. ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება“, – უთხრა ავალიანმა პირველ არხს.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ოჯახს პრეტენზიები აქვს საექსპერტო ბიუროსთან.

„მაგალითად, ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები. შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე. თვალთანაც, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ დეტალზე სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი.

საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაგალითად, ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში – სისხლჩაქცევები, ასევე დაზიანებებია სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. იმდენად მნიშვნელოვანი დაზიანებებია – სახეზეა ასამდე მოტეხილობა და დაზიანება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს“, – თქვა იურისტმა.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ 2 საქართველოს მოქალაქესთან ერთად საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს. მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თბილისის მოთხოვნის მიუხედავად, სეპარატისტებმა ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერტი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ