უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2024 12:43
font-size

ექსპერტიზის დასკვნით, ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია

ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოს გამგეობას სასტუმროდან დროებით საცხოვრებელში გადაჰყავს.

„ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანა და ბინების ქირით კომპენსაცია. დღემდე გამგეობის წარმომადგენლებს და პირადად გამგებელს აქვთ აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. გარდა ამისა, გამგეობამ დაჩქარებული წესით შეუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლევა, რომლის დასკვნის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს საქმის წარმოება. სამშენებლო სუბიექტს დავალებული აქვს კვლევებისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

„რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მშენებლობას, ნებართვის მფლობელი და მშენებლობის განმახორციელებელია შპს „თორი“. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 12 იანვარს, ხოლო მშენებლობის ვადა მშენებელს განესაზღვრა 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში მობინადრეების შესახლება ხდებოდა. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნიდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც, თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო და რაც ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებას კრძალავს.

„თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში მოქმედ კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები და აიკრძალა სამშენებლო ობიექტის ფუნქციონირება მერიის მიერ აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებამდე აკრძალულია კომუნიკაციების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) ინდივიდუალურად შეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ეს ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ მივიღოთ, რაც ახლა ვაშლიჯვარში მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე მუშაობა დაავალა.

„მინდა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებს მივმართო, დავამშვიდო – ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. გვაქვს ბევრი სხვადასხვა სახის პროგრამა. მინდა, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დაიწყოთ მუშაობა, დაიბაროთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. ვიცი, რომ უკვე გქონდათ რამდენიმე შეხვედრა. ეს პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა, რომ დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს. აქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სესხი აქვს, ბინები იპოთეკით დატვირთულია. შესაბამისად, მათ მაქსიმალური თანადგომა სჭირდებათ, თუ როგორ და რა ფორმით, ამაზე რაც შეიძლება მალე იმსჯელეთ და იმუშავეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

21 ივნისი, 2024 , 18:57

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია. საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ

კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

21 ივნისი, 2024 , 14:13

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავ

როგორ აფასებს CityPay.io-ს თანადამფუძნებელი Startup Grind-ის ღონისძიებას

21 ივნისი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ღონი

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

18 ივნისი, 2024 , 15:23

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი