უკან

პოლიტიკა

19 მაისი, 2025 14:03
font-size

ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, გასულ წელს ინფლაცია სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა, ხოლო ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება უმეტესად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.

,,2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო. დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი წამყვანია.

„აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ სხვა მიმართულებებით ჩვენმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის ფისკალურმა პოლიტიკამ, სერიოზულად შეუწყო ხელი დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო ინოვაციური, მაღალი შრომის პროდუქტიულობით გამორჩეული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა IT ინდუსტრია, ინოვაციები, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, მშენებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეკონომიკური ზრდა გამორჩეულად მაღალია, ამან არ წარმოქმნა დამატებითი წნეხი ფასებთან მიმართებაში და ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. არც ისე ბევრი მაგალითია ისეთი ქვეყნების, სადაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ინფლაციური გარემო სტაბილურია და ინფლაცია არის დაბალი. ეს იყო ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების ერთობლიობის შედეგი, თუმცა მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა გამოკვეთილად დაადასტურა დაბალმა ინფლაციამ, რომელიც ფიქსირდებოდა 2024 წელს და დღემდე ვინარჩუნებთ მიზნობრივზე დაბალს ან მიზნობრივთან ახლოს“, - დასძინა ნათია თურნავამ.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ