უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 აგვისტო, 2025 13:15
font-size

ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - Jagermeister-ი საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანია, რომელიც ბუნების დასაცავად შეიქმნა, უკვე 9 ბრენდს აერთიანებს, ერთ-ერთი მათგანი კი Jagermeister-ია.

კამპანიის მიზანი შემდეგია - მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში.

“იეგერმაისტერი არის ბრენდი, რომლისთვისაც მდგრადობა (sustainability) არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი ხედვა, რომელიც განსაზღვრავს როგორც ყოველდღიურ ოპერაციებს, ასევე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი იდენტობა ყოველთვის ეფუძნებოდა პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას გარემოს, ადამიანებისა და საზოგადოებრივი სივრცის მიმართ.

სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით იეგერი არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს, რომელთა შორის გარემოსდაცვითი პროექტები განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს.

თუმცა საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივა გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად კრეატიული და ღირებულებით დატვირთულია. ეს კამპანია სიმბოლურად ეხმიანება ჩვენს ლოგოში გამოსახულ ირემს, მაგრამ ამავე დროს რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბრენდის ღირებულებები და მდგრადობის პრინციპები შინაარსობრივად, ავთენტურად და ლოკალურად გამოვხატოთ”, - აღნიშნავს იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი ანი ლომინაძე.

ინფორმაციისთვის, იეგერმაისტერის ლოგოზე გამოსახული ირემი დაკავშირებულია წმინდა ჰუბერტის ლეგენდასთან მონადირის შესახებ.

წმინდა ჰუბერტუსის ლეგენდის თანახმად, ერთ დროს დაუნდობელ მონადირეს ტყეში მოევლინა ირემი, შუბლის შუაგულში გამოსახული ნათელი ჯვრით. ამ ხილვამ ჰუბერტუსში შინაგანი გარდატეხა გამოიწვია: მან ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობა გააცნობიერა და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი სწორედ ამ ღირებულებას მიუძღვნა. საბოლოოდ, ის მონადირეების მფარველ წმინდანად აღიარეს.

იეგერმაისტერის დამფუძნებელმა, ქურთ მასტმა, ამ ლეგენდაში დაინახა ბრენდის ფილოსოფია - ბუნებასთან პასუხისმგებლობიანი მიდგომის მნიშვნელობა. შესაბამისად, ბრენდის ლოგო წარმოადგენს შინაგანი გარდატეხის, პასუხისმგებლობისა და ბუნების პატივისცემის სიმბოლოს.

“ბუნება ყველასთვის საერთო რესურსია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესებისა და ბრენდების საერთო პასუხისმგებლობაა. აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით ინიციატივებში აჩვენებს, რომ ბრენდს აქვს გრძელვადიანი ხედვა და რეალურად ზრუნავს სოციალურ და გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ნაბიჯები ამაღლებს თანამშრომლობის ეფექტურობას და გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად შევქმნათ უკეთესი და მდგრადი მომავალი”, - აღნიშნავს ანი ლომინაძე, იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ