პოლიტიკა
ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ - ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძეს
„რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ დამნაშავემ გაიგოს- ის დაისჯება და მეორე მხრივ, უნდა იყოს ისეთი, რომ ოსმაც, აფხაზმაც გაიგოს: ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, მაგრამ შენი მედროვე ტვინი ამას ვერ გაიგებს,“ - ასე პასუხობს ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლითაც ამ უკანასკნელმა პატრიოტთა ალიანსი და ნაციონალური მოძრაობა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის თქმისთვის გააკრიტიკა.
,,მამუკა, დიდი ხანია აღარ ხარ ზურაბ ადეიშვილის თანამშრომელი? და დიდიხანია აღარ ხარ ნაციონალური მოძრაობით აღტაცებული ადვოკატი? "საქართველოს პატრიოტების" გადაწყვეტილება,- კენჭისრაში არმონაწილეობის შესახებ ოკუპანტის მხარდაჭერით კი არაა განპირობებული, (ამდენი ტვინი უნდა გქონდეს, რომ ხვდებოდე), არამედ გამოწვეულია ქვეყნის ინტერესების დაცვით, სიფრთხილით, გონივრულობით, რომელიც შენ არა გაქვს! არა გაქვს იმიტომ, რომ არა ხარ პოლიტიკოსი. არ გესმის პოლიტიკური პროცესი. არა ხარ ამ პროცესის მონაწილე. მე საერთაშორისო პროცესებსაც ვგულისხმობ. ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ და ყველა თქვენს ნამოქმედარზე ამტკიცებ, რომ ეს ბიძინამ დაგავალათ. კონსტიტუციაც ბიძინას სახელით შეცვალეთ, ეს პირადად მე მითხარი და ახლა მიპასუხე: ისევ ბიძინას სახელით გააუქმეთ ე.წ. ბონუსის სისტემა? სინამდვილეში შენ და თქვენს 5 კაციან დაჯგუფებას პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ გიცნობთ. თვალით არ ჰყავხართ ნანახი.
მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ ვიზიარებთ ამ დოკუმენტის სულისკვეთებას რიგ პუნქტებში, მაგრამ არ ვიზიარებთ რიგ ფორმულირებებს და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ყოველთვის სახიფათოა. განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. და თანაც, რეზოლუციები, რაზეც ბატონი სერგი კაპარაძე წერს, რომ თურმე ეს დოკუმენტი მათი ღვაწლის შედეგია. ახლა თვითონ ბოკერიას ხალხი აცხადებს, რომ შენთან ერთად, მამუკა, დიდ ღვაწლში ყოფილა. გილოცავ შენ პირადად ბოკერიას ჯგუფის ამ განცხადებას.
დაიმსახურე ნამდვილად. და ბოლოს, რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ დამნაშავემ გაიგოს- ის დაისჯება და, მეორეს მხრივ, უნდა იყოს ისეთი, რომ ოსმაც, აფხაზმაც გაიგოს: ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, მაგრამ შენი მედროვე ტვინი ამას ვერ გაიგებს.
P.S. კარგა ხანია არ მიხსენებიხარ და ენა ამოიდგი? ჩამოვალ ბრიუსელიდან და ტელევიზიით ვისაუბრებ, როგორ სპეკულურებ ივანიშვილის სახელით“, - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა მოხდეს მეტი ლუსტრაციისთვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან “პატრიოტთა ალიანსმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი შეიკავა.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


