უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
ერთი უქმე დღის ჩამატებით ჩვენ ვერ გავხდებით დიდგორის შთამომავლები - სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადება რეალობისგან აცდენას წარმოადგენს.
ზურაბიშვილის თქმით, მოქალაქეების ეროვნული თვითშეგნების გაზრდა არა სადღესასწაულო დღეებით, არამედ სახელმწიფო იდეოლოგიითაა საჭირო.
„სადღაც აცდენილი ვართ რეალობას. გარეთ არსებობს ქვეყანა, სადაც გამარჯვების არანაირი განცდა არ არსებობს, სადაც ყოველდრიურად არის წუხილი იმის შესახებ, რომ რა არის ეს სახელმწიფო, საითკენ მიდის. ჯადო და ჯადოსნური სიმბოლოები იქმნება მუშაობით, ძალისხმევით, პერსპექტივის შექმნით, ყველაში მომავლის იმედის ჩანერგვითა და ყოველდღიური ძალისხმევით. იმის განცდის შექმნა ქვეყნისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღებით პარლამენტში ჩვენ უცბად გამარჯვების განცდას შევქმნით ქვეყანაში და უცბად ჩვენ ჩამოვყალიბდებით, როგორც დიდგორის შთამომავლები, არის ერთი მხრივ, ილუზია, და ჩემი აზრით, საშიში ილუზია.
ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს საქმე და მერე გვექნება გამარჯვების განცდა და გამარჯვება არაა ხელის აწევით გადაწყვეტილების მიღება. თუ ჩვენ გვინდა მეტი ღონისძიება, მეტი სანახაობა 12 აგვისტოს, გავმართოთ, რა უნდა მაგას, ხელისუფლება აქაა და ბიუჯეტში საკმარისი თანხაა, რომ ყურადღება იყოს მეტი.
სიმბოლოები, უფრო სწორედ, სახელმწიფო იდეოლოგია, ამ ქვეყანას არ გააჩნია, რაც ჩვენი დიდი ნაკლია. ეს არ იქმნება ერთი დღის აღნიშვნა-არ აღნიშვნით. იდეოლოგია ჩვენში, ჩვენს ბავშვებში, სკოლებში, განათლებით, ყოველდღიური საქმიანობითა და ღირებულებებით იქმნება ან არ იქმნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




