საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება შესაძლოა რამდენიმე დღით დაგვიანდეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება შესაძლოა, რამდენიმე დღით დაგვიანდეს.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი განრიგის შეცვლაა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს უკვე აპელაციის პროცესი.
აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანონ საკუთარ არჩევანში აპელაციის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ეს შეიძლება არ იყოს 15 აგვისტო. აპელაციის შედეგების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი დღე ექნებათ, რათა შეცვალონ არჩევანი“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

