პოლიტიკა
ერთიანი მესიჯი უნდა ჩამოვაყალიბოთ რუსული პროპოგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში - NGPD Forum 2017 მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეკრებების ჩატარება საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, ნატოს წევრი გახდეს, უაღრესად მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ჰიბრიდული ომები.
„უსაფრთხოების შესუსტებული, გაუარესებული გარემოა ჩვენს რეგიონში, რუსეთის ფედერაციის ირგვლივ და ის სპეციფიკა, რაც ამ გარემოს თან ახლავს, ესაა ჰიბრიდული ომი, ესაა კიბერდაპირისპირება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რეგიონში სიტუციის გამწვავების ერთ-ერთ ფაქტორად პრეზიდენტმა რუსეთის პროპაგანდა დაასახელა.
პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან იმ საჭირობეებზე, რომელიც არსებობს ამ ტიპის გამომწვევებთან მიმართებით ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ეს საჭიროება იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში ძალიან აქტიურად იყოს ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია“, - გაანცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მდგრადი და ერთიანი პოზიცია აჩვენეს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
პრეზიდენტმა ძირითადად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლზე და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

