უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2019 17:05
font-size

ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს - ლევან გოგიჩაიშვილი

„თქვენ გინდათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც შეარჩია ადეიშვილმა სპეციალურად. საუკეთესო უნამუსოებიდან ამოარჩია ეს ადამიანები,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„თქვენ გინდათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც შეარჩია ადეიშვილმა სპეციალურად. საუკეთესო უნამუსოებიდან ამოარჩია ეს ადამიანები. ეს არ არის ჩემთვის მისაღები.

როცა ამომრჩეველს ვარწმუნებდი, რომ ჩემთვის ხმა მოეცა, არ იყო ჩემთვის ფუნდამენტური, რომ ხმა მომეცი და ჩემს მანდატს შევირგებო. ეს ასე არ ყოფილა.

მე მწამს ამ ქვეყნის და მისი დემოკრატიის. ასეთი დავიბადე, ამით ვიცოცხლე, ბევრი რამ გადავდე და დღეს რომ მეუბნებით, რომ ის არ არის, რაც მგონია, ჩემთვის რა თქმა უნდა წყალგამყოფია.

კანონებს ვიღებთ, სადაც აღარავინ გვეთანხმება, არავინ ჩვენსკენ არ არის ამ იდეასა და მოცემულობაში. მარტონი დავრჩით. ამ იდეას მხარს უჭერს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ჩვენი რამდენიმე კოლეგა.

ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება არის მისაღები. რაც არ უნდა მოხდეს, მინდა ყველას დავუდასტურო ჩემი პატივისცემა, ეს არ არის პირადული, ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივ საქმეზე. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის ირგვლივაც არის საერთო სახალხო კონსენსუსი. არ მუშაობს ის ფრაზა, რომ ცუდები იყვნენ და კარგები გახდნენ.

არ მგონია, რომ გუშინდელი განცხადება იყო სწორი. ეს იყო მეორეჯერ არასწორი განცხადება, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში პროცესი.

დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არა სახელმძღვანელო პრინციპებით, არამედ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ პასუხიმგებლობით, რომელსაც გრძნობს თითოეული ჩვენთაგანი საკუთარი თავის, სინდისის და იმ ადამიანებსი წინაშე, რომლებიც არიან მთავარი გარანტორები.

ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს, ოღონდ ეს გარანტია არსებობდეს, მაგრამ ეს გარანტია არ არსებობს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე