უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

ეს არ იყო მოტყუება, ეს იყო რეკეტი. არ ვენდობით თბილისის პროკურატურას - „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა უნდობლობა გამოუცხადა თბილისის პროკურატურის მიერ ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებას. მისი განმარტებით, საეჭვოა, რომ უწყების განცხადებაში საუბარია მოტყუებაზე და არა გამოძალვაზე.

„ესაა პროკურატურის მხრიდან დაცინვა. გამოძიება დაუწყია თბილისი პროკურატურას. რატომ არაა იმ სიმძიმის დანაშაული, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს საქმის გამოძიება? მეორე, არაფერი არაა ნახსენები ტელეკომპანია „იბერიაზე“. პირველ ჩანაწერში საუბარი იყო იმაზე, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ წაღება უნდოდათ. ამ განცხადებაში ჩვენ ვერსად ვერ ვნახეთ, რომ პროკურატურას აინტერესებს, ვის სურდა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაფორმება. მეორე, გამოძიება დაწყებულია იმ მუხლითა და იმ მოთხოვნით, რაც გუშინ გაავრცელა განცხადება ბატონმა მამაცაშვილმა. აქ იყო რეკეტი, არა მოტყუება. სად არის გამოძალვა აქ ნახსენები საერთოდ? ამიტომ ჩვენ არ ვენდობით თბილისის პროკურატურას“, -თქვა ხუზმიაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია ტელეკომპანია ,,იბერიასთან“ დაკავშირებით გასაჯაროვებულ სკანდალურ ჩანაწერზე, რომელშიც მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ