უკან

პოლიტიკა

15 მაისი, 2025 10:44
font-size

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ისინი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებშიც არ იქნებიან წარმოდგენილნი, ამ შემთხვევაში, დადგებიან პოლიტიკიდან გაქრობის რისკის წინაშე.

„რადიკალური ოპოზიცია დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ გარისკეს და არ შემოვიდნენ პარლამენტში, შევუწყვიტეთ მანდატები, ანუ ვერ გაათამაშეს ოთხი წლის წინანდელი სცენარი, რადგან დღეს სხვა მდგომარეობაა, ვიდრე იყო მაშინ. თუ ისინი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებშიც არ იქნებიან წარმოდგენილნი, ამ შემთხვევაში, დგანან პოლიტიკიდან გაქრობის რისკის წინაშე. ამას ემატება ჩვენი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება საგამოძიებო კომისიას, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და ამ თვალსაზრისითაც რაღაც შეღავათი სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად, მათი პატრონები ალბათ იზრუნებენ ამ პარტიებზე. მე მგონია, რომ ოთხივე რადიკალური პარტია - „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“ და გახარიას პარტია დაეწყობიან და არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, აგვისტოში წარადგენენ საკუთარ სიებს. რა თქმა უნდა, შანსები არ აქვთ, ჩვენი მარტივი მიზანია, 64 მერი და 64 საკრებულო, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. შესაბამისად, დიდი შანსები არ აქვთ, მაგრამ მათთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა იქნება, თუ საერთოდ არ იქნებიან საკრებულოებში წარმოდგენილნი. ამიტომ ჩემი პროგნოზი ასეთია - დაეწყობიან და ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათთვის ეს მძიმეა, ვინაიდან მთელი კამპანია ააწევინეს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და ა.შ. ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც ეს 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად. წარმოიდგინეთ, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა. მათთვის, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია ეს ყველაფერი, მაგრამ მოუწევთ ამ ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმა, ვინაიდან შეიძლება მეორე ნაბიჯი უფრო ტრაგიკული იყოს,“- განაცხადა პრემიერმა.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ