უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება პოლიციელებს - მირდათ ქამადაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, მირდათ ქამადაძე, სუს-სა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრობს.
დღევანდელ ბრიფინგზე მან ბათუმის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ პატრულის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა.
,, საზოგადოებას კარგად ახსოვს ბათუმის მოვლენების შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო პროცესზე პატრულ - ინსპექტორის, გია ხალვაშის განცხადება, რომლითაც სუსსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ფაქტი დადასტურდა.
თავიდანვე გამოვთქვამდით ეჭვს, რომ ხელისუფლება ამ პოლიციელის შევიწროებას დაიწყებდა. სამწუხაროდ, ეჭვები გამართლდა და გუშინ გია ხალვაში სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება პოლიციელებს და ასევე ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს:
1. პატივი სცეს შრომისმოყვარე და პატიოსან პოლიციელებს, რადგან არ შეიძლება პოლიციელს მოექცე, როგორც ბალასტს.
2. კანონმორჩილი პოლიციელების დევნა შეწყვიტოს.
3. ვინაიდან გია ხალვაში გახლავთ სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების მსხვერპლი, აუცილებელია მისი გათავისუფლება საჯარო გახდეს, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს გია ხალვაში’’, - განაცხადა ქამადაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25