უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
ეს არის პოლიტიკური კორუფცია: რომან გოცირიძე - ნოზაძე- ჟორჟოლიანის ინიციატივაზე
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერ გადალახული პარტიების შესაძლო დაფინანსების ინიციატივას გამოეხმაურა.
რომან გოცირიძის თქმით,ეს არის პოლიტიკური კორუფცია.
„ეს არის პოლიტიკური კორუფცია. შეუძლებელია, რომ ერთი ან ორი მაჟორიტარის გაყვანით პარტიამ მიიღოს დაფინანსება იმდენი, რამდენსაც ღებულობს კვალიფიციური სუბიექტი. 3% მოსახლეობის არის საკმაოდ დიდი რიცხვი და ლოგიკური იყო, რომ დაფინანსების რაღაც ზღვარი დაწესებულიყო. ეს მეთოდი კი, არის პირდაპირ უმრავლესობის მიერ პოლიტიკური პარტიის მოსყიდვის ფორმა ხალხის ფულით“,-განმარტა გოცირიძემ.
სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი შესაძლოა ისეთი პარტიაც გახდეს, რომელიც არჩევნებში ამ მიმართულებით დადგენილ 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ რომლის წარმომადგენელიც პარლამენტში მოხვდება და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


