უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
პოლიტიკა
ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა - გიორგი მარგველაშვილი
ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა, - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სასესიო სხდომას, სადაც მხოლოდ "ოცნება" არის წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ოცნების" პარლამენტს დემოკრატიასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან საერთო არაფერი აქვს, ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს მტკიცე და დაუღალავი.
„ეს არის ოკუპაციის ფორმა. ანუ საოკუპაციო რეჟიმი ატარებს თავის სხდომას. ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა და დემოკრატიის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონტექსტში ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩვენი როლი არის იმაში, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით მთელმა საზოგადოებამ ბოლომდე შეაქციოს ზურგი მათ ცრუ ვითომ საკანონმდებლო საქმიანობას და სრული დაუმორჩილებლობით გავუშვათ ესენი მშვიდობიანად საქართველოს ოკუპაციიდან,“ - ამბობს მარგველაშვილი.