უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ნოემბერი, 2024 13:04
font-size

მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა, ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

„დღეს მაფიოზური რეჟიმი მართავს მორიგ ფარს ამ სასამართლოში. ძალიან დიდი ბედის ირონიაა, რომ მე მასამართლებენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, როდესაც ამის შემდეგ გადავდექი, წავედი არჩევნებზე, მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი პრეზიდენტის სასახლეში.

დღეს მასამართლებენ მრავალი წლის წინანდელი მიტინგის დაშლისთვის, რომლის დაშლის დროსაც არავინ დაღუპულა. მაშინ როდესაც ახლა, რუსთველზე დგას გავეშებული პოლიციელების უზარმაზარი რაზმი, რომელიც მზადაა გაგლიჯოს მოქალაქეები. დაგეშილი, აგრესიული...თუ რაიმეს ჰქვია ძალის გადამეტება, არის ე.წ. პოლიციელების ის რაოდენობა, რაც წარმოდგენილია.

საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობა ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება.

დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დააჭერენ თითს, რა განცხადებებს გააკეთებენ. ერთი რამ ვიცი, ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. საქართველოში დიქტატურა ვერ და არ დამკვიდრდება. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არ ვართ ბელარუსები, ვენესუელელები, შეგვიძლია ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, ამიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ

ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა - გიორგი მარგველაშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 13:09

ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა, - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სასესიო სხდომას, სადაც მხოლოდ "ოცნება" არის წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ოცნების" პარლამენტს დ

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო

25 ნოემბერი, 2024 , 12:45

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდ

გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი

25 ნოემბერი, 2024 , 12:32

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ  „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს. ამასთან, როთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ს

გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი

25 ნოემბერი, 2024 , 12:32

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ  „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს. ამასთან, როთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ს

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

25 ნოემბერი, 2024 , 12:11

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი. სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქ