პოლიტიკა
ეს ბოიკოტი კი არა, გაქცევაა - ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პროტესტზე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია გაიქცა დარბაზიდან, რადგან მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაგების შეეშინდა.
კობახიძის თქმით, კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია სამჯერ „გაექცა“ მოლაპარაკებებს.
„უპირველეს ყოვლისა, მე აღვნიშნე, რომ ოპოზიცია გაიქცა დარბაზიდან და ეს შემთხვევით არ მითქვამს. მართლა გაიქცნენ. ჩვენ ვიცით, რომ ბოიკოტი არის პოლიტიკური პროტესტის მიღებული ფორმა, ამ შემთხვევაში ეს არაა ბოიკოტი, ესაა გაქცევა. ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ ამას პირველად არ ვხედავთ , ესაა უკვე მესამე შემთხვევა.
ყველაფერი დაიწყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიით, როცა დარბაზიდან ოპოზიცია გაიქცა მაშინ, როცა კანონდემბლობა მოითხოვდა პროპორციული სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს საკითხი იყო კონსესუსის მიღწევის ქვაკუთხედი. ვიმეორებ, მაშინ გაიქცა ოპოზიცია დარბაზიდან, როცა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელი ეწერა კონსტიტუციურ კანონპროექტში.
მეორედ ეს მოხდა აგვისტოში, როცა ელემენტარული რამ ვთხოვეთ ოპოზიციას, ჩამოეწერათ ის საკითხები, რომლებსაც კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერდნენ. ასეთი საკითხების ჩამონათვალი ჩვენ ოპოზიციამ არ წარგვიდგინა. ეს იყო გაქცევა დიალოგის მაგიდიდან, უმრავლესობის ლიდერი წარმართავდა ამ პროცესს და სამწუხაროდ, ოპოზიცია მაშინ გაიქცა.
მესამე, ხედავთ, რომ ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან.
რატიომ ვუწოდებ ამას გაქცევას და არა ბოიკოტს?
იმიტომ რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი ისაა, რომ როცა ოპოზიციას სვამს კითხვებს, მათ ეშინიათ პასუხების მოსმენის, ყოველთვის გარბიან ისინი მაშინ, როცა დგება პასუხების გაცემის დრო.
მათ არ აქვთ დიალოგში შემოსვლის არავითარი რესურსი. და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უკეთესი დებატებში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შევადგინეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი.
ესაა მიზეზი, რატომ ეშინიათ დისკუსიაში შესვლის.
ისინი სვამენ კითხვებს და შემდეგ გარბიან დარბაზიდან, დიალოგის მაგიდიდან, კომისიიდან და ა.შ.“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, დიალოგსა და ერთობლივ მუშაობაზე უარი თქვა პრეზიდენტმაც.
„იგივე ეხება საქართველოს პრეზიდენტს. სახელმწიფო მეთაურს რამდენჯერმა შევთავაზე, რომ სატელევიზიო ეთერში ერთად დავმსხვდარიყავით არა დებატების რეჟიმში, არამედ ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე . ისიც გაექცა ამ შემოთავაზებას“, -აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს.
დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

