უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
სამართალი


ეს რა არის, სად ვართ, ყანაში ვართ თუ სასამართლოში?! - გიორგი გუგავა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელის განხილვას ხმაური მოყვა.
„ლეიბორისტული პარტია“ სემეკის 2015 წლის დადგენილების გაგადახედვას ითხოვს და დენის ტარიფის 11 თეთრამდე გაიაფებას. დღევანდელ პროცესზე კი, პარტიის წარმომადგენლები შუამდგომლობის დაყენებას ითხოვდნენ, რომ ამ დროისთვის სემეკში არსებული ტარიფების გადახედვის პროცესის შეჩერება მოხდეს.
ერთსაათიანი სხდომის შემდეგ მოსამართლე დავით წერეთელმა, სხდომათა დარბაზი დატოვა, მანამდე კი აღნიშნა, რომ სხდომა დასრულებულია.
„შაუმდგომლობა კანონის შესაბამისად წერილობით უნდა წარედგინოს სასამართლოს. წერილობით შეგიძლიათ სხდომამდე წარმოადგინოთ. დღეს პროცესი დასრულებულია,“-თქვა მოსამართლემ.
სასამართლო დარბაზში მყოფმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გუგავამ შეეცადა მოსამართლე შეეჩერებინა.
„როგორ ასრულებთ სხდომას. ორი წელია ეს სხდომა გრძელდება. პატივცემულო მოსამართლე. ეს რა არის, სად ვართ?! ყანაში ვართ თუ სასამართლოში ვართ?!“,-თქვა გიორგი გუგავამა.
ამასთან, სემეკის ადვოკატის ირაკლი გორდულაძის განმარტებით, „მოსარჩელემ დააგვიანა, უპატივცემულობა გამოიჩინა“.
„მოსამართლეს სასამართლო არ დაუტოვებია. მან დაასრულა მოსამზადებელი სხდომა, დანიშნა სხვა დროისთვის. მოსამართლემ სასამართლო დატოვა საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოსამართლე ვერ იქნება დარბაზში მუდმივად“,-განმარტა ადვოკატმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ადვოკატის მარინე ცინცაძის თქმით, კი თავდაპირველად მოსამართლემ 15 წუთიანი შესვენების გამოცხადების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სხდომა მოულოდნელად დაასრულა.
„ვთხოვე სასამართლოს, რომ 15 წუთი დაეთმო დრო, გამოეცხადებინა შესვენება და შემდეგ გაეგრძელებინა საკითხის განხილვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მადლობაც გადავუხადე სასამათლოს. მაგრამ შემდეგ, როდესაც შესვენებიდან დავბრუნდით მოსამართლემ მოულოდნელად დაასრულა მოსამზადებელი ეტაპი“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06