უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 დეკემბერი, 2016 18:10
font-size

ეს საკრებულოს დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება და კაბინეტებში დადგმული შოუა - თედო კობახიძე

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინფორმაციით, 2014 წლიდან იურიდიულ კომისიას 5 თანამშრომლის მიმართ 32 000 ლარზე მეტი მოცულობის პრემია აქვს გაცემული.

კობახიძემ თბილისის საკრებულოს სხდომის გახსნისას უარყო ის ბრალდებები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მის მიმართ გამოითქვა იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომლის მხრიდან.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მის შესახებ რუსთავი 2-ის სატელევიზიო სიუჟეტში გასულ ფაქტებს სრული სიცრუე უწოდა და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები არასწორი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

კობახიძის განცხადებით, ტელევიიზით გასული სიუჟეტი არა მისი, არამედ საკრებულოს დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებაა და კაბინეტებში დადგმული შოუა. თედო კობახიძემ უარყო, რომ იურიდიული სამსახურის 5 თანამშრომელი რაიმე ზეწოლას განიცდიდნენ. ამის დასადასტურებლად კი, მან ის ფაქტი დაასახელა, რომ 2014 წლიდან ამ 5 თანამშრომელზე 32 000 ლარის პრემიაა გაცემული.

”არავითარი შეზღუდვა მათ მიმართ არ ყოფილა და ეს არის დისკრედიტაცია საკრებულოსი და ნაძირლობა ამ თანამშრომლების მხრიდან. მათ შეცდომაში შეიყვანეს დეპუტატები. თუმცა, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს არ ჰქონიათ სურვილი სიტუაციაში გარკვეულიყვნენ”, - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა