უკან

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2018 17:45
font-size

ეს წარმოადგენს ძალიან მტკივნეულ, შეურაცხმყოფელ და მოკლეფეხებიან ტყუილს - გიორგი ბადრიძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრმა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომის დროს „საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ“, ტყუილი უწოდა.

ბადრიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საელჩოების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებას აქვს და მისი გაცნობა შესაძლებელია.

გარდა ამისა ბადრიძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში დადანაშაულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ეს წარმოადგენს ძალიან მტკივნეულ, შეურაცხმყოფელ და მოკლეფეხებიან ტყუილს. ის, თუ როგორ იმუშავა ქართულმა დიპლომატიამ იმ დღეებში, ყოველგვარი მომზადების გარეშე, რადგან, მოგეხსენებათ, ეს ომი არ იყო წინასწარ მომზადებული და შეთანხმებული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დღესაც გააჩნია დეტალური ანგარიში და არ არის რთული იმის ნახვა, თუ ვინ რა გააკეთა.

ღმერთმა დაიფაროს და პრეზიდენტის პირიდან გამოთქმული ამგვარი აზრები პირდაპირი სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნება, ყველაზე დამაზიანებელი ქალბატონი სალომეს განცხადებებიდან არის ომში საქართველოს დადანაშაულება“, -უთხრა ბადრიძემ „რუსთავი2“-ს.

ცნობისთვის, საქართველოს დიპლომატთა კლუბმა სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო გააკრიტიკა, კერძოდ, ქართული ჯარისა და დიპლომატიის შეურაცხყოფის გამო.

დიპლომატთა კლუბმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოეხმაუროს ზურაბიშვილის ამ განცხადებას და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი