უახლესი ამბები
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
ეს ცვლილებები დააზარალებს დამოუკიდებელი მედიაკომპანიების ბაზარს - IDFI
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენლის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს კანონპროექტს „მაუწყებლის შესახებ“, რადგან ის შეამცირებს დამოუკიდებელი მედიაკომპანიების შემოსავლებს.
„ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ცვლილებები დააზარალებს დამოუკიდებელი მედიაკომპანიების ბაზარს, შეუმცირებს მათ შემოსავლებს. 50-მილიონიანი დაფინანსების პირობებში დამატებითი ხელშემწყობი კანონმდებლობის მიღება არარელევანტურია", - აღნიშნა ავალიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შერსყიდვების ნაწილში ცვლილებების პაკეტიც.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე სალაპარაკოდ.
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6-ის წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მაუწყებლისთვის უფლებამოსილების გაფართოებას, არხზე კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას, ოღონდ შეზღუდვა ვრცელდება პრაიმ ტაიმზე (19-დან 24 საათამდე).
საკანონმდებლო ცვლილებებით ერთმანეთს ემიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვე საბჭოს უფლებამოსილებები.
ანა მებურიშვილი