უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა

ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება, - ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითები, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
აღინიშნა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობას გაესვა ხაზი.
მთავრობის მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იური ლუიკს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იური ლუიკმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან და საგადასახადო რეფორმის წარმატებას გაესვა ხაზი, რომელიც, სწორედ, ესტონური მოდელის საფუძველზე ხორციელდება.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი და მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და სამხედრო ატაშე საქართველოში კულდარ კესკულა ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12