უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით მოხდება - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
"მიმდინარეობს კონსულტაციები მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასეთი ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი კანონის გადასინჯვა", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს და დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სუს-იდან დამოუკიდებელი ორგანოში ე.წ. გასაღების გადატანა იქნება მეტი გარანტი, რომ მისი ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


