უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 იანვარი, 2017 15:40
font-size

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმის განხილვა 12 იანვარს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ე. წ. ”ფარული ჩანაწერების” საქმე, ბრალდებულების ვასილ ლ.-ს, რევაზ შ.-ს, ირაკლი ყ.-ს, გიგლა შ.-ს და ამჟამად ძებნაში მყოფების დიმიტრი თ.-სა და გივი კ.-ს მიმართ. ბრალდებულებს 2017 წლის 7 იანვარს ეწურებოდათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ცხრათვიანი ვადა. შესაბამისად ბრალდებულები რევაზ შ. და გიგლა შ. გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ბრალდებული ირაკლი ყ., რომელიც საკუთარი სურვილით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან. ბრალდებული ვასილ ლ. მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

საქმის არსებითად განხილვა 2016 წლის 29 სექტემბერს დაიწყო და დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო ადვოკატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სასამართლომ უფლებადამცველთა გამოუცხადებლობისას, იმ დღესვე დანიშნა ადვოკატები სავალდებულო წესით. თუმცა, სავალდებულო წესით დანიშნულმა უფლებადამცველმა არასაკმარისი დროის გამო ვერ შეძლო საქმის მასალების შესწავლა (13 ტომი), ასევე საქმის განხილვა გადაიდო ბრალდებულ ვასილ ლ.-ს ავადმყოფობის გამო.

ზემოაღნიშნული შემაფერხებელი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ დაკითხა ბრალდების 93 მოწმე, გამოიკვლია წერილობით მტკიცებულებათა ნაწილი და დისკები-ვიდეო ჩანაწერებით. მოცემულ საქმეზე დასაკითხია ბრალდების 16 და დაცვის 7 მოწმე, ამასთან გამოსაკვლევია წერილობითი მტკიცებულებებიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2017 წლის 12 იანვარს, 15:00 საათზე განახლდება’’, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ