პოლიტიკა


ე.წ. ფარული მოსმენების კანონში 2 თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. მოსმენების კანონს რამდენიმე ხარვეზე აქვს.
დოლიძის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტი 2 თემას დაუკვირდება - ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანოს დამოუკიდებლობასა და ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებს სატელეკომუნიკაციო კომპანიების წინაშე.
„კანონს აქვს რამდენიმე ხარვეზი, სხვათა შორის, მაგრამ ჩვენ ყურადღებას მხოლოდ 2 თემაზე გავამახვილებთ. პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის სუს-ისგან, მეორე არის თუ რამდენად გამართლებულია წნეხი, ხარჯი, რომელსაც ეს კანონი ბიზნესებს აკისრებს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ხვალ გახდება ცნობილი, პრეზიდენტი ხელს მოაწერს ე.წ. ფარული მოსმენების კანონს თუ ვეტოს დაადებს.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21