უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2017 16:55
font-size

ე.წ. ფარული მოსმენების კანონში ორი ტიპის პრობლემა დავინახეთ - ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონში ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება, რომლის განსახილველად პრეზიდენტი საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს საპარლამენტო ფრაქციებთან.

დოლიძის თქმით, ახალი კანონპროექტი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს.

„ჩვენ კანონში ძირითადად ორი ტიპის პრობლემა დავინახეთ. პირველი, ეს არის, თუ რამდენად მართლაც დამოუკიდებელი იქნება ის სტრუქტურა, რომელსაც გვთავაზობენ. ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბევრი ბერკეტი რჩება ამ ახლად შესაქმნელ სააგენტოზე, შესაბამისად, შეიძლება ეს არ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე კანონი აწესებს ძალიან დიდ ტვირთს სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე, ბევრ შემთხვევაში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და მის დაფინანსებაზე პასუხისმგებელია კომპანიები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანშეწონილია ან შეიძლება იყოს სამართლიანი. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს საუბარი ფრაქციებთან“, - თქვა დოლიძემ.

დღეს პრეზიდენტი ამ საკითხის განსახილველად ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ხვდება, გუშინ კი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:24

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდ

იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:08

როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს“, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალის

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 17:37

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსი

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი, 2025 , 14:17

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პა

გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰელ

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 13:21

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, - ამი