პოლიტიკა
ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებებს შეიტანს 12 მუხლში, ხოლო სსკ-ს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი - მამუკა მდინარაძე
„აღნიშნული ინიციატივა ძალიან მაღალი სტანდარტით უზურველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობასა და მოქალაქეთა დაცულობას სახელწმიფო ძალმომრეობისგან, ამ ინიციატივას სიმბოლურად გირგვლიანის შესწორებები ვუწოდეთ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
დეპუტატის თქმით, დღეს პარლამენტში შევა ინიციატივა ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს „პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად“, ხოლო „ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვეღარავის გაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა“.
მდინარაძემ ასევე განმარტა, უფრო კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული ინიციატივა.
„დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას. „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სსკ-ს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელწმიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების ან მდგომარეობის ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.
წარმოდგენილი ცვლილებები ასევე შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის , ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.
პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირების მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. ამ სახის ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძამების ან დავალების შესრულებაც შემსრულებლის დამამძიმებელ გარემოებად შეირაცხება.
გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი გირგვლიანის საქმეზე ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაა“, -აღნიშნა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


