უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
ე.წ. მოსმენების კანონზე არასამთავრობოებთან თანამშრომლობის არცერთ ფორმას არ გამოვრიცხავთ - ანა დოლიძე
კამპანიაში „ეს შენ გეხება“ შემავალი არასამთავრობოების წევრები ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს შეხვდნენ. საუბარი ეხებოდა არასამთავრობოების მზადებას, გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში.
დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, ითანამშრომლოს მესამე სექტორთან ამ საკითხზე.
„საზოგადოების ერთი ნაწილი აპირებს, რომ ეს კანონი, რომელიც პარლამენტმა ახალახან მიიღო, გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ თემას, რაც გამოიხატებოდა მის სამ ვეტოში. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინოთ კოორდინაცია ყველა იმ ჯგუფს შორის, რომლებსაც აქვთ სერიოზული, სიღრმისეული ინტერესი, რომ ჩვენთან ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს მოსმენების ნორმალური, დემოკრატიული სისტემა. თანამშრომლობის არცერთ ფორმას არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. 20 მარტს პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა ორი დღის შემდეგ დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ხელი მოაწერა ე.წ. ფარული მოსმენების კანონს, ხოლო 31 მარტს ის ამოქმედდა.
აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


