უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 სექტემბერი, 2017 09:30
font-size

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის 9-წლიანი პატიმრობის მისჯით „მართლმსაჯულება არ აღსრულდა“.

ომბუდსმენის მიერ გატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ გამოძიებისას დაშვებულმა dარღვევებმა სასამართლო პროცესზე იმოქმედა. უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლებების დარღვევამ ხელი შეუშალა დაცვის მხარეს, საკუთარი საქმიანობა განეხორციელებინა. გარდა ამისა მამალაძის ადვოკატებს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა შეუზღუდეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა.

ომბუდსმენმა გაამახვილა ყურადღება, რომ ამ დრომდე არაა აღმოჩენილი ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება., ასევე არაა იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა.

საქმეში არსებული არაკონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობამ სასამართლო პროცესის დახურვის საფუძველს არ იძლეოდა. უშუალოდ საქმის მასალაში არსებულ ხარვეზებზე სახალხო დამცველი სამოტივაციო წერილის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს. სპეციალური მოხსენება „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით უახლოეს ხანში იქნება წარმოდგენილი.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები.

მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალურ მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვა მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერის მოპოვება არ უზრუნველყო არც ბრალდების მხარემ. პროკურატურამ უზრუნველყო მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება მაშინ, როდესაც მთავარი მოქმედებების კანონიერების საკითხი ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ობიექტური მტკიცებულების მოპოვება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა იმის გამო, რომ აეროპორტში მყოფ პირთა ჩვენებებს შორის რამდენიმე შეუსაბამობა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა. ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოყოფილი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც შეიქმნებოდა ნეიტრალური მტკიცებულება და გადამოწმდებოდა დაცვის მხარის ვერსია. პროკურატურას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა ამოღებულ კოლოფთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა მის ფლობას. ასევე არადამაჯერებელია ბრალდების განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაინიშნა ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე თავდაპირველად ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა, რის შემდეგაც შეუძლებელი იქნებოდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.

სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გაეცნობა განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რათა ნათელი გახდეს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებები გაიზიარა მოსამართლემ და რა ინფორმაცია მიიჩნია გადამწყვეტად გადაწყვეტილების მიღებისას. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პროცესის მონიტორინგს ზემდგომ ინსტანციაში. პროცესის მიმდინარეობასა და საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიმოხილული იქნება სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც საზოგადოებას უახლოეს ხანში წარედგინება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი