უკან

პოლიტიკა

8 მაისი, 2018 12:55
font-size

ევროკავშირი მხარდაჭერას გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხში - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო და ყველა იმ ასპექტზე ისაუბრა, რასაც ინიციატივა გულისხმობს.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ჯგუფთან უსაფრთხოებისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პრობლემატიკაზე საუბარი მანამდეც ყოფილა.

„ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიურად გვექმნება. ასევე, იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

“საუბარი აგრეთვე შეეხო ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სესიაზე დამტკიცებულ იქნა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. მას უკვე გააჩნია ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი და ცალსახა მხარდაჭერა.

„ევროპარლამენტი მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე, არსებულ სიტუაციასა და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთი რეზოლუციის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ამოცანა ახლა ის გახლავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან მაქსიმალურად ობიექტურად ინფორმირებულები იყვნენ. ამ ვიზიტის ფარგლებში მათ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. აპირებენ ჩავიდნენ ხელოვნური გამყოფ ხაზთან. ვფიქრობ, მათთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდებით შესაძლებელი იქნება სიტუაცია ობიექტურად აისახოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ