პოლიტიკა
ევროკავშირი სრულიად სოლიდარულია გაერთიანებულ სამეფოს მიმართ რუსეთის საკითხზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, რუსეთის საკითხზე ევროკავშირი სოლიდარულია დიდი ბრიტანეთის მიმართ.
„არის გარკვეული საკითხები და რუსეთთან ურთიერთობებში ბევრი სფეროა, სადაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. არსებობს საკითხები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს შორის უთანხმოების მიზეზია. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ სრულიად სოლიდარულები ვართ გაერთიანებულ სამეფოს მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ქალაქ სოლსბერში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
12 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რათა მოსკოვს პასუხი გაეცა, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
რუსეთმა ამ ულტიმატუმზე არ უპასუხა. ამის შემდეგ მეიმ თემთა პალატაში გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ 23 რუს დიპლომატს და დიდი ბრიტანეთის დასატოვებლად მათ ერთი კვირა აქვთ.
გარდა ამისა, ლონდონი მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დიდი ბრიტანეთის საპასუხოდ რუსეთიდან მალე გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

