პოლიტიკა
ევროპარლამენტი ითხოვს ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
ევროპარლამენტი ითხოვს ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რეზოლუციის პროექტში, რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს, კონკრეტული პირების გვარები უკვე ფიგურირებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროპარლამენტის შავ სიაში მოხვდნენ: "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო ბიზნესპარტნიორი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე (იგივე "რიჟა"), "არქის" მფლობელი ილია წულაია და ე.წ. "მინი-ოლიგარქი" ვანო ჩხარტიშვილი. ევროპარლამენტის სია უფრო ვრცელია, ვიდრე ის, რაც ამერიკის სენატმა წარადგინა.
გამოცემა Euroscope-ის მთავარი რედაქტორი, თამარ ნუცუბიძე, ავრცელებს ევროპარლამენტის შეჯერებული რეზოლუციის წინასწარ ვარიანტს, რომელიც განსახილველად ხვალ უნდა გავიდეს. ირკვევა, რომ ბიზნესმენების გარდა, სანქცირებულთა სიაში შეყვანილია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები: ეკატერინე ხვედელიძე, უტა, ბერა, ცოტნე და გვანცა ივანიშვილები.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ სანქციების მასშტაბი უნდა გაიზარდოს, რათა რეჟიმის დაშლა დაჩქარდეს. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 ქვეყანას, პერსონალური სანქციები დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული რეგრესის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისთვის. სანქცირებულ პირებს შორის არიან: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოსამართლეები.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ქსელს, მის ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს და მათ, ვინც სახელმწიფო რეპრესიულ აპარატს ემსახურება. ამ სიაში მოხვდნენ: ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, ნათია თურნავა, ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, თორნიკე რიჟვაძე, ილია წულაია, კახა ბექაური, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაკელიძე, გრიგოლ ახლაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი რუხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, თამაზ გაიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია "ქართული ოცნების" არაღიარების საკითხი. ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, ბოიკოტი გამოუცხადოს ხელისუფლებას, რომელიც თვითგამოცხადებულად მიიჩნევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს, რომელიც ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
რეზოლუცია გმობს "ქართული ოცნების" ძალადობრივ რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ რეფორმებს.
ევროპარლამენტი ასევე არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, არ აღიარონ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტისა და მისი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს რეჟიმის ბოიკოტს.
რეზოლუცია ასევე მოითხოვს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. დოკუმენტი, რომელიც ხვალ განსახილველად გავა, 28 პუნქტისგან შედგება.
ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი
6 თებერვალი, 2026 , 16:46
დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
6 თებერვალი, 2026 , 14:41
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი - შალვა პაპუაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 13:50
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39


