უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება

ევროპელი სპეციალისტები ქართველი ექიმებისთვის კოლპოსკოპიის გაღრმავებულ კურსს ატარებენ
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი ტრენინგი - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) დაიწყო. ტრენინგი ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება და მას ქართველი მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ონკო-გინეკოლოგები, ასევე, სკრინინგულ პროგრამაში მომუშავე ექიმები გაივლიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრენინგო კურსს ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეული ექსპერტები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან და ლატვიიდან, ამ სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან ერთად ჩაატარებენ.
სატრენინგო კურსის გახსნაზე მის შინაარსზე და ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა ნათია ვერძაძემ და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ალიბეგაშვილმა.
“როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი წელს იუბილარია და დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ცენტრი ორიენტირებული იყო მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და მუდმივად ზრუნავდა სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ საიუბილეო წელს ცენტრი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით ხვდება. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მაღალხარისხიანი სერვისების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტსაც, შესაბამისად, დღეს ჩვენს გვერდით არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ტრენინგის გახსნაზე.
კურსის მიზანია ქართველი ექიმებისათვის ამ მიმართულებით თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები და ტენდენციები, კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, ტრენინგის მონაწილეები სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებს განიხილავენ.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29