უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს _ სოფიო ქაცარავა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ 23-27 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. დელეგაციის წევრები სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად მაღალი დონის შეხვედრებს მართავდნენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ქართული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დელეგაციის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რომლის პარალელურად, ისინი ორმხრივ შეხვედრებს მართავდნენ.
„შეხვედრები გვქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ პირებთან, რომელთაგან საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ. ისინი, ცალსახად, მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით და ევროპარლამენტარების მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით.
სოფიო ქაცარავამ, საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე, საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მიერ გაჟღერებულ გზავნილებზეც გაამახვილა ყურადღება. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მალე ვიხილავთ, რადგან საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ. ისინი ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ძალიან მოწადინებულნი არიან. 2015 წლის დეკემბერში პროცესისთვის ყველა აუცილებელი პირობა შესრულებული იყო. ასე რომ, მალე ევროპის მასშტაბით, ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭება ევროპული მისწრაფებების აღიარება იქნება“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
სოფიო ქაცარავას თქმით, ევროკომისარმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში მან ევროპაში, მთელი რიგი ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. „პირველ შედეგებს უკვე ვხედავთ. ვფიქრობ, ყველასთვის თვალში საცემი გახდება ის გარემოება, რომ ქართველები ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ვიზიტის ფარგლებში არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს. „მათ უმრავლესობას ამ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ თუმცა, ჩვენ, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გავაცანით ყველა ის დემოკრატიული მიმართულებით გატარებული რეფორმა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მათ ასევე, გავაცანით ჩვენი გეგმები სამომავლო რეფორმებთან დაკავშირებით, რაზეც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. შეხვედრებისას, ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველო მათთვის არის წარმატებული პარტნიორი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გააგრძელებს საქართველოსთან ძალიან კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, დელეგაციის ხელმძღვანელთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12