უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
საზოგადოება
,,ევროპული საქართველო’’ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის
,,ევროპული საქართველო’’ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს პარტიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ დევნილთა სამინისტროსთან ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ინიციატივის თანახმად, დევნილთა შემწეობა 60 ლარამდე უნდა გაიზარდოს, შემოსავლის ზედა ზღვარი კი 1500 ლარით განისაზღვროს.
ელენე ხოშტარია საკანონმდებლო წინადადებების განხილვას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს საკომიტეტო ფორმატში სთავაზობს.
„ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული, კარგად დათვლილი საკანონმდებლო ინიციატივით, რომ შემწეობა არა თუ არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს 60 ლარამდე. ასევე გავზარდოთ შემოსავლის ზღვარი 1250-დან 1500 ლარამდე. ჩვენ ვითხოვთ, რომ სოზარ სუბარი მოვიდეს პარლამენტში და გვქონდეს საკომიტეტო, სამუშაო, საქმიანი შეხვედრა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი