პოლიტიკა


„ევროპული საქართველო“,“თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
„ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია, სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
”ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიები ვეხმიანებით სასამართლო სისტემაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.
მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის შემდეგ მოხდა სასამართლოს კორუფციისგან გათავისუფლება, მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კანონმდებლობის დახვეწა, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მთელ სისტემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის აღმოფხვრა.
ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ გააჩინა სასამართლო სისტემაში არსებული ძირეული პრობლემების მოგვარების შანსი, თუმცა საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სისტემაში არსებობდა და საკუთარ საყრდენად აქცია სასამართლოს სწორედ ის წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში ხელისუფლების მიმართ უპირობო ლოიალობით გამოირჩეოდნენ. ასევე, სწორედ, ამ პირთა აქტიური მონაწილეობით განახორციელა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და თავისუფალ მედიაზე შეტევა.
სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას ცხადად ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.
პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულმა კანონებმა ვერ შეცვალა არსებული რეალობა და სასამართლო ხელისუფლება კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენების ქვეშ. ამას ცხადყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, სადაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით ხდება თანამდებობების გადანაწილება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მათ შორის იმ პირების, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის დასაყრდენს წარმოადგენენ სასამართლო სისტემაზე კონტროლის განსახორციელებლად. შემაშფოთებელია სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ცნობები, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნესდავებს შეეხება.
ასევე ხაზგასასმელია, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა გზებით მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება და მისი დამოუკიდებლობის მორღვევა, ხოლო იმ პირებს, რომლებიც ამ პროცესში გამოიყენა, „დამსახურებისათვის“ მაღალი თანამდებობები უბოძა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გარეშე შექმნილი მძიმე ვითარების არსებითად გამოსწორება რთულად მისაღწევია, ამ ეტაპზე აუცილებელია:
• დროებით, მაგრამ დაუყოვნებლად შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები;
• სასამართლო ხელისუფლებას ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ აქვს საზოგადოების ნდობა და მიიჩნევიან ხელისუფლების საყრდენად სასამართლო სისტემაზე კონტროლის განხორციელებისთვის, რისთვისაც ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე და მისცენ ქართულ სასამართლოს გაჯანსაღების, დამოუკიდებლად განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობა;
• ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნას სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოამზადებს არსებით რეფორმას, რათა განვითარდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა”, - ნათქვამია სამი პარტიის ერთობლივ განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25