უკან

სამართალი

28 მარტი, 2017 08:30
font-size

ფადი ასლი და მისი პარტნიორები ქართული წარმოების სამტრო საქმეს აკეთებენ - იურისტი

სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ იურისტი გიგა კვერენჩხილაძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, ფადი ასლის სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

გიგა კვერენჩხილაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სს „თბილისის თამბაქოს“ და სს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით ფადი ასლის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ არ დაუშვებს უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ.

გიგა კვერენჩხილაძემ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის განცხადებებს უსაფუძვლო და პროვოკაციული უწოდა და ფადი ასლი მოსამართლის ღირსებისა და პატივის გამიზნულ შელახვაში, სასამართლოს დისკრედიტაციასა და მოდავე მხარეზე დაუსაბუთებელი და მიკერძოებულ თავდასხმაში დაადანაშაულა.

,,სასამართლოსა და მთავრობის დაშანტაჟებას ბატონი ფადი ასლი წარმატებით ახორცილებდა შევარდნაძის დროს, ჰქონდა მცდელობები სააკაშვილის პერიოდშიც და ცდილობს დღესაც.

ახალი ბატონ ასლის განცხადებებში, მისი ფობიური და დისკრიმინაციული პასაჟებია, როცა ამბობს, რომ არ დაუშვებს უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ, მაგრამ სრულ იგნორს უკეთებს იმ უდაოდ დადასტურებულ ფაქტს, რომ ჩვენს შემთხვევაში, მიმტაცებლები სწორედ უცხოელი ბიზნესმენები არიან“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

იურისტის განმარტებით, საქმე ის არის, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიებმა დაიწყეს სიგარეტების რეალიზაცია თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე ნაკლებ (დემპინგურ) ფასად. ამ ფაქტმა კი განაპირობა, რომ განუხრელად მცირდებოდა ქართული წარმოების წილი სიგარეტის ბაზრის არათუ საშუალო, არამედ დაბალ სეგმენტშიც, სადაც იგი წლების განმავლობაში სოლიდურად იყო წარმოდგენილი. ამის პროპორციულად იზრდებოდა იმპორტირებული სიგარეტის წილი.

კვერენჩხილაძის ინფორმაციით, თუ 2013 წელს საქართველოში თამბაქოს ბაზრის 35 პროცენტი ქართულ წარმოებაზე მოდიოდა, 2014 წელს იგი 28 პროცენტამდე შემცირდა, 2015-ში- 16 პროცენტამდე და 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 6 პროცენტამდე.

„ფადი ასლის საპასუხოდ, მინდა ვთქვა, რომ რეალურად ასეთია არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციისა და უსამართლო დემპინგური ფასების გამოყენებით ქართული წარმოების გამიზნული მკვლელობის სავალალო ქრონიკა. ასეთი დანაშაულებრივი სქემები პირდაპირ უთხრის ძირს ქართული წარმოებას და საზოგადოება იმის თაობაზე მაინც უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ფადი ასლი და მისი პარტნიორები, საკუთარი საქმიანობით და განცხადებებით, ქართული წარმოების სამტრო საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ

მისივე თქმით, ანალოგიური დანაშაულებრივი სქემები მათ ოპონენტებს მთელს მსოფლიოში აქვთ აპრობირებული და ყველგან ასეთი ქმედებებისთვის ეს კომპანიები ასეულობით მილიონი დოლარით არიან დაჯარიმებული.

„როგორც ჩანს, ბატონ ასლის აღიზიანებს, რომ ჩვენც მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად სასამართლოს მეშვეობით ვცდილობთ აღვადგინოთ სამართლიანობა. მართალია, მიყენებული ზარალისთვის, ჩვენს ოპონენტებს ჯერ მხოლოდ, პირველმა ინსტანციამ დააკისრა 92 მილიონი ლარი, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ხელისუფლება არ დაყვება ფადი ასლის უპრეცედენტო ზეწოლას და უზრუნველყოფს ჩვენთვის თანაბარ პირობებს და სამართლიან სასამართლოს.

ბატონ ასლის და ოპონენტებს მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეს და ნუ შეექმნებათ შანტაჟით მიზნის მიღწევის ცრუ იმედი. ჩვენ არათუ ბოლომდე მივიყვანთ დავას, არამედ ჩვენს წვლილს შევიტანთ უზნეო ბიზნესმენებისგან ქართული წარმოების დაცვის საქმეში და საზოგადოებას დავანახებთ ვინ უჭერს მხარს ქართულ წარმოებას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, მათი ოჯახების კეთილდღეობას და რა ინტერესები დგას ფადი ასლისა და ინვესტორის ყალბ მანტიას ამოფარებული სხვა არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მიერ აგორებული საინფორმაციო კამპანიის უკან“, - განაცხადა ბრიფინგზე სს „თბილისის თამბაქოს“ იურისტმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი